21:59 - 30 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 09:48:23, 298 ნახვა

ტრამპი გუანტანამოს ყურეში 30 000 არალეგალი კრიმინალი მიგრანტის გაგზავნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ათიათასობით უსაბუთო კრიმინალი მიგრანტის დასაკავებლად გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შესაბამისი დაწესებულების მომზადების შესახებ, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, პენტაგონს დაავალებს, მოამზადოს გუანტანამოს ყურე 30 000 "არალეგალი კრიმინალი უცხოელის" დასაკავებლად.

„ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დავავალო თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების უწყებებს, დაიწყონ 30 000-ადგილიანი მიგრანტების დაწესებულების მომზადება გუანტანამოს ყურეში“, - განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს და არა აღმასრულებელ ბრძანებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გუანტანამოში 30 000 საწოლია განთავსებული იმ დაკავებულების დასაბინავებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის საზოგადოებას.

„ზოგიერთი მათგანი იმდენად ცუდია, არც კი ვენდობით მათ ქვეყნებს, რომ შეაჩერებენ, რადგან არ გვინდა მათი დაბრუნება. ვაპირებთ მათ გუანტანამოში გაგზავნას“, - აღნიშნა ტრამპმა.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ტრამპის გადაწყვეტილებას გუანტანამოში 30 000 მიგრანტის გაგზავნის შესახებ „სისასტიკე“ უწოდა.

„სისასტიკის აქტით, აშშ-ის ახალი მთავრობა აცხადებს გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ათასობით მიგრანტის დაპატიმრებას, რომლებსაც ძალით აძევებს და მათ წამებისა და უკანონო პატიმრობის ცნობილი ციხეების გვერდით განათავსებს“, - აღნიშნა მიგელ დიას-კანელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
64-ე დღეა, რაც თბილისში და საქართველოს რეგიონებში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
ბათუმში მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გრძელდება
პატიმარი იოსებ გორგაძე უგონო მდგომარეობაში რჩება – ოჯახი ციხეში წამებასა და ანგარიშსწორებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics