|
2016-03-07 11:09:30, 1403 ნახვა
კომენტარი
მამუკა ღლონტი: ყველა სასამართლო პროცესს წავაგებთ
ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლი და თანამფლობელი მამუკა ღლონტი ლევან გაჩეჩილაძის შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების გადაწყვეტილებას უკიდურესად უარყოფითად აფასებს. როგორც ღლოტნმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლომ მხოლოდ ის საქმეები განიხილა, რომლებიც გაჩეჩილაძის სასარგებლოდაა. მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძის შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ღლონტი ასევე ელის, რომ სადაო წილთან დაკავშირებით, ყველა სასამართლო პროცესს წააგებს: "ჩემი შეფასება უკიდურესად უარყოფითია იმიტომ, რომ სასამართლოებმა განიხილეს ყველა საქმე, რომელიც იყო გაჩეჩილაძის სასარგებლოდ და საწინაღმდეგო რაცაა ის საქმეები, მაგალითად, ჩვენი საჩივარი სადაო წილთან დაკავშირებით, 2 წელზე მეტია უკვე არის სასამართლოში და შესაბამისად, ძალიან ეჭვები გვიჩნდება. ეს გადაწყვეტილებაც მოსალოდნელი იყო და ისიც მოსალოდნელია, რომ ყველა სასამართლო პროცესს წავაგებთ",-განუცხადა მამუკა ღლონტმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, რომელიც არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. "თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საბოლოოა.შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7 მარტის გადაწყვეტილებით ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დაკმაყოფილდა ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში არსებული მოთხოვნა, მისი შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად რეგისტრაციის შესახებ. 2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ლევან გაჩეჩილაძის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად ეთერ გადაბაძის ნაცვლად მისი - ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის შპს ,,სტუდია მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმი. იმავე დღეს, 2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის შემხვედრი განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია - ლ. გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციის აკრძალვა. კერძოდ, ეთერ გადაბაძემ მოითხოვა, მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, არ განხორციელებულიყო შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასდა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19-4 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, ეთერ გადაბაძის მიერ 2016 წლის 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 5 თებერვლის მოთხოვნაზე ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა ჯერ 2016 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, ხოლო 2016 წლის 1 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ",-ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)