13:07 - 18 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 10:26:15, 294 ნახვა

მსოფლიო
ინაუგურაციის დღე ტრამპის სტილში - რა (არ) იგეგმება 20 იანვარს?

ინაუგურაციის დღე ტრამპის სტილში: რა იგეგმება 20 იანვარს?

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ინაუგურაციის დღეს, ამერიკის პრეზიდენტი, ახლადარჩეული თუ თანამდებობაზე დაბრუნებული, ფიცს დებს. თავად ინაუგურაციის, როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ცერემონიის, ხასიათი და შინაარსი კი ამერიკის მომავალი ლიდერის პირადი პრეფერენციებით განისაზღვრება. რას ნიშნავს ეს დონალდ ტრამპის შემთხვევაში? უპირველეს ყოვლისას, ალბათ, სოფლად მცხოვრები უბრალო ადამიანებისა და სოციალური ქსელების ტიტანების უზარმაზარ რიგს. ქვემოთ შემოთავაზებულია იმ პომპეზური მოვლენების წინასწარი მიმოხილვა, რომელიც ორშაბათს, 20 იანვარს განვითარდება, როდესაც ტრამპი 47-ე პრეზიდენტის რანგში დადებს ფიცს.

ფიცი

აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყოველი ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვრის შუადღიდან იწყება (ან, მეორე დღეს, თუ 20 იანვარი კვირა დღეა). ასევე 20 იანვარს, იმართება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია. ბოლო წლებში პრეზიდენტებმა ფიცი დადეს უზარმაზარი დროებით პლატფორმაზე, რომელიც კაპიტოლიუმის თვალწარმტაც მდელოზე განთავსდა და ეროვნულ სავაჭრო ცენტრს გაჰყურებს. ყველაზე ხშირად, ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იბარებს. ორშაბათსაც ჯონ რობერტსი მეორედ მიიღებს ტრამპისგან ფიცს. ახალი პრეზიდენტი ასევე გამოდის საინაუგურაციო სიტყვით, რომელშიც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავის გეგმებზე საუბრობს. 2017 წელს ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მეტად მძიმე გამოსვლით დაიწყო, რომელშიც „ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე“ გამახვილდა ყურადღება.

20 იანვარს ფიცს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც დადებს.

სტუმრები

პლატფორმაზე დაგეგმილ ინაუგურაციაზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა მრავალი ტექნოლოგიური ტიტანი ვიპ-პერსონის სტატუსით მიიწვია. ისინი დაჯდებიან სხვა გამოჩენილი (თუმცა, უფრო შედარებით ნაკლები კალიბრის) სტუმრების გვერდით, როგორებიც, მაგალითად, მისი კაბინეტის წევრობის კანდიდატები არიან. ამერიკული მედიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მილიარდერები ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი, ასევე ჩინური სოციალური ქსელების გიგანტის, „ტიკტოკის“ ხელმძღვანელი, შოუ ზი ჩუ. ბოლო წლებში, ტრამპი არა მხოლოდ ცდილობდა, ტექნოლოგიურ მაგნატებს დაახლოებოდა, არამედ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მან ასევე კარგად გამოიყენა დეზინფორმაცია, რომელიც მათ კონტროლს დაქვემდებარებულ სოციალურ მედიაში („ტიკტოკი“, მასკის „X“ და ცუკერბერგის „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“) ვრცელდებოდა. ცერემონიას ასევე დაესწრება წარმავალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. და ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ ტრამპმა 4 წლის წინ უარი თქვა ბაიდენის ფიცის დადების დასწრებაზე, ვისთანაც ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდა.

ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში-უმცროსი და ბარაკ ობამა, ისევე როგორც მათი მეუღლეები, მიშელ ობამას გარდა. ცერემონიას დაესწრება ჰილარი კლინტონი, რომელსაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჯობა, და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მან ნოემბერში დაამარცხა. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხო სახელმწიფოს მეთაურებს, როგორც წესი, არ იწვევენ, მაგრამ ტრამპმა ეს ტრადიცია დაარღვია და იტალიისა და უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი მიიპატიჟა, ისევე როგორც არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. თუმცა, არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.

ხალხი

ხალხის რაოდენობა ტრამპის ერთ-ერთი საზრუნავია. საკანონმდებლო ოფისების მეშვეობით, მოსახლეობაში 220 000-ზე მეტი ბილეთი განაწილდა. ისინი, ვინც ოფიციალურ დასასწრებ ბილეთს ვერ მიიღებენ, ცერემონიის ყურებას, ათიათასობით სხვა მაყურებელთან ერთად, ეროვნული სავაჭრო ცენტრის დიდ ვიდეო-ეკრანებზე, პირდაპირ ეთერში შეძლებენ. ცერემონიის შემდეგ, მაყურებელს პრეზიდენტის ნახვა აღლუმის დროს შეეძლება, რომელიც პენსილვანია-ავენიუზე, კაპიტოლიუმიდან თეთრ სახლამდე გაიმართება.

ბრძანებები

ტრამპის თქმით, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, ის ხელს მოაწერს რამდენიმე ბრძანებას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული მრავალი გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებს. მათ შორის არის მასობრივი დეპორტაციის პროგრამა და ნავთობის ბურღვის მოცულობის გაზრდა. მისი დაპირება იყო აგრეთვე, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებდა „6 იანვრის აჯანყებულების“ შეწყალებას. ისინი ტრამპის ის მხარდამჭერები არიან, ვინც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრა.

მუსიკა

ტრამპის 2017 წლის პირველი ინაუგურაცია ცნობილი ადამიანების ნაკლებობით იყო გამორჩეული, რადგან სკანდალური რეალითი-შოუს წამყვანს, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკოსი გახდა, გაუჭირდა ტოპ-კლასის მუსიკოსების პოვნა, ვინც მასთან თანამშრომლობას ისურვებდა. ტრამპის მეორე ინაუგურაციის წინ უკეთესი მდგომარეობაა. ქანთრის სტილის ცნობილი მომღერალი, ქერი ანდერვუდი ფიცის დადების ცერემონიაზე „America the Beautiful“-ს შეასრულებს. ასევე გამოვა ქანთრის კიდევ ერთი მომღერალი, ლი გრინვუდი, რომლის პატრიოტული ჰიმნი „God Bless the USA“ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საყოველთაოდ აღიარებულ ჰიმნად იქცა.

გალა-კონცერტები

ტრამპი, სავარაუდოდ, ორშაბათს საღამოსთვის დაგეგმილ სამივე ოფიციალურ საინაუგურაციო გალა-კონცერტს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ათზე მეტი სხვა ღონისძიება. გალა-კონცერტების გარდა, ინაუგურაციის წინა ღამეს, ვაშინგტონის Capital One Arena-ზე, ტრამპი გამართავს აქციას სახელწოდებით, „კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საელჩო - წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს
სად ღირს ცხოვრება ყველაზე ძვირი/იაფი და როგორია საქართველოს მაჩვენებელი სტატისტიკაში?
კვარაცხელია ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, ტრანსფერის თანხა 70 მილიონი ევროა
მანჯგალაძე - გიორგი ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოწვევა რესპუბლიკური პარტიისგან მოუვიდა, მოსაწვევი მე არ მინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics