14:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 22:45:48, 365 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: ვისაუბრეთ ორპარტიულ შეთანხმებაზე, დეტალები მალე გახდება ცნობილი

“ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და ვაგრძელებთ მუშაობას მჭიდრო  სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარტიის წევრებსა და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე “რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ორ პარტიულ შეთანხმებასთან  დაკავშირებით  ისაუბრეს,  რომლის  დეტალებიც მალე გახდება ცნობილი:

„ამ მონკრეტულ შეხვედრაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ მომავალი თავმჯდომარეს შევხვდით, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რა საკითხებთან დაკავშირებითაც დღეს შეკითხვები გაჩნდა. ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და ვაგრძელებთ მუშაობას მჭიდრო  სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში. დღეს დავიწყეთ საუბარი ორ პარტიულ შეთანხმებასთან  დაკავშირებით და ძალიან მალე ამ შეთანხმების დეტალებზეც გახდება ცნობილი. ჩვენ დღეს ვართ კოალიციური პარტნიორები. დღეს კი სამომავლო შეთანხმებაზე ვისაუბრეთ, რაც გულისხმობს სამომავლოდ ყველა ტიპის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა.

პრემიერ-მინისტრი კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics