|
2016-03-03 18:47:11, 2999 ნახვა
Lifestyle
უჩა ნანუაშვილი: სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ხშირად დედებს მარტოს უწევთ შვილების აღზრდა
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოსახლეობას დედის დღეს ულოცავს. ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც დედები აწყდებიან. „სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, რომელიც პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. განუზომელია დედების წვლილი მომავალი თაობების აღზრდა –განვითარებაში და მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეს თანაბარი პასუხისმგებლობაა როგორც მშობლების, ასევე სახელმწიფოსათვის. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული საჭიროებები დედებს გააჩნიათ, რომელთაც სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ მავნე პრაქტიკების გამო, ხშირად მარტოს უწევთ შვილების აღზრდაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველოში უამრავი დედაა, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და გამართულ სოციალურ სერვისებს. სწორედ ამიტომ მსურს ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო დედებს, რომლებიც თავისი ღვაწლის მიუხედავად არ მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, თვითდასაქმებულ და მიგრანტ დედებს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქვთ ქცეული შვილებზე ზრუნვა, თუმცა ხშირად რჩებიან ყურადღების გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებსა და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ არამეგობრულ სერვისებთან შეხვედრა. პატიმარ დედებს, რომელთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და შვილებთან ურთიერთობას ხშირად ხელს უშლის არსებული სტიგმა და ბარიერები. სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მშობლების საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების არარსებობა განაპირობებს ქალის როლის მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციამდე დაყვანას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობისათვის, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქცევს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ყველაზე დიდი საჩუქარი და მილოცვაა თითოეული ადამიანისთვის“, - წერს უჩა ნანუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)