07:07 - 09 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 10:20:00, 444 ნახვა

„რუსებს კომპრომისები არ უყვართ“ - ფოკუსირებულია თუ არა პუტინი ესკალაციაზე?

„რუსებს კომპრომისები არ უყვართ -  ფოკუსირებულია თუ არა პუტინი ესკალაციაზე?

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სახელმწიფო ცენტრის (ВЦИОМ) ხელმძღვანელის აზრით, უკრაინის ომში ნებისმიერ დათმობაზე წასვლას რუსებს სიკვდილი ურჩევნიათ, რადგან კომპრომისი მათ მენტალიტეტში არ ჯდება. პოლიტოლოგებს ამ საკითხზე სულ სხვა პოზიცია აქვთ.

ანგლო-საქსონურ კულტურაში კომპრომისები დადებით მომენტად მიიჩნევა, ისევე როგორც ჩინურ კულტურაში“, - ამბობს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი, ვალერი ფედოროვი პროპაგანდისტულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში. 

კრემლთან დაახლოებული სოციოლოგი მიიჩნევს, დათმობებზე წასვლა მისი ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია: „ჩვენს უხეშ, უგუნურ კულტურაში, რომელიც არაფორმალურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული, კომპრომისზე წასვლა ცუდ მანერად მიიჩნევა. ჩვენ პატიოსანი და სამართლიანი მსოფლიო წესრიგი გვინდა და ვფიქრობ, რომ ეს ახლა შეუძლებელია“.

ამ კონტექსტში, ფედოროვი ამერიკაში ემიგრაციაში წასული და იქ გარდაცვლილი რუსი მწერლის, სერგეი დოვლატოვის (1941-1990) მიერ 1981 წელს დაწერილ სატირულ წიგნს იხსენებს, რომლის სათაურია „კომპრომისი“. მისმა ავტორმა, თორმეტი მაგალითის მოყვანით, მასში თავისი გროტესკული გამოცდილება აღწერა, რომელიც მან, როგორც გაზეთის რეპორტიორმა, საბჭოთა ესტონეთში შეიძინა.

„კარგი ეროვნების“ ძიებაში

ფედოროვის თქმით, დოლმატოვის მიერ მოთხრობილი შემთხვევებიდან ირკვევა, რომ მსხვერპლად თავშეწირვის გზით სიკვდილი ყოველთვის ნებისმიერ დათმობაზე სასურველია. აღნიშნულ წიგნში აღწერილი ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული „კომპრომისული“ ეპიზოდები მორალურ სახელმძღვანელოდ ნაკლებად გამოდგება და საპირისპირო ქმედების სურვილს უფრო იწვევს. დოვლატოვი ყვება, თუ როგორ ცვლიან მორგში ცნობილი საბჭოთა ტელევიზიის ბოსის კუბოს, როგორ სთხოვენ მას ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაბადებული 400 000-ე ბავშვის პოვნას და იმაში დარწმუნებას, რომ მას „კარგი“ ეროვნება და სოციალური სტატუსი აქვს, როგორ ავალებენ ქვეყნების ჩამოთვლას არა ანბანური თანმიმდევრობით, არამედ კრემლისადმი მათი „ერთგულების“ მიხედვით.


რუსი პოლიტიკური ექსპერტმა, იაროსლავ იგნატოვსკიმ, ფედოროვის შეხედულებებთან და მის უცნაურ „ლიტერატურულ რჩევებთან“ დაკავშირებით, ნახევრად აღტაცებით და ნახევრად გაუცხოებით აღნიშნა: „ინტერვიუ იმდენად მაგარია, რომ სრულიად გაუგებარია, როდია არის ფედოროვი სერიოზული, როდის - მეტა-ირონიული და როდის ხუმრობს. თუმცა, ინტერვიუს წაკითხვა, მისი აზროვნების სიცხადის გამო, ნამდვილად შეიძლება“.

ბლოგერი ანატოლი ნესმიანი (121 000 გამომწერი) კი სხვაგვარად ფიქრობს: „რუსეთის მსგავსი დიდი ქვეყნის შემთხვევაში, რთულია ზოგად მენტალიტეტზე, მათ შორის კულტურული კოდების შესახებ განცხადებების გაკეთება. თუ, მაგალითად, პეტერბურგს, სადაც პუტინი დაიბადა, ნამდვილად აქვს მკაცრად საქმიანი ტონი და სამართლიანად მიიჩნევა ქვეყნის „განგსტერულ დედაქალაქად“, მისგან განსხვავებით, მოსკოვი ყოველთვის მზად არის შეთანხმებებზე, მათ შორის ყბადაღებულ კომპრომისებზე წასვლისთვის“.

პუტინი: „პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა“

ნესმიანი ეჭვობს, რომ კომპრომისების დემონსტრაციულად უარყოფით, ფედოროვს, დიდი ალბათობით, ხალხის გამძლეობის ნების განმტკიცება სურდა და ამიტომ მოიშველია „რუსული“ მენტალიტეტი, რომელიც ნებისმიერ დათმობას გამორიცხავს: „მაგრამ ეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა ამ ქვეყნის მიმართ - ქუჩების და იქ გაბატონებული პანკების ტონი ყველაზე გავრცელდეს. ჯერჯერობით რუსეთი უფრო დიდი და მეტია, ვიდრე ბანდიტების თავშესაფარი“.

გაჩაღებული დებატების მიღმა უამრავი ულტრაპატრიოტი დგას, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ დათმობას უარყოფენ. მათ შორის არის რუსული სპეციალიზებული ჟურნალის, „გლობალური საკითხების“ („Global Affairs“) მთავარი რედაქტორი, ფიოდორ ლუკიანოვი: „დასავლეთი მხარს უჭერს იმის შენარჩუნებას, რაც 1991 წლის მერე მოხდა, რუსეთი კი ამის შეცვლის მომხრეა. ამ კუთხით დაპირისპირება ფუნდამენტურ ხასიათს იძენს, რა დროსაც კომპრომისი შეუძლებელია“.

„ომი პუტინის ცხოვრების წესია“

დეკემბერში ტელევიზიით გამოსვლისას, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, პუტინმა თქვა: „პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის მზად ვართ. უბრალოდ, მეორე მხარე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მოლაპარაკებაზე უარს ამბობს“.

რუსი პოლიტოლოგი, ვლადიმერ პასტუხოვი, რომელიც ლონდონში მუშაობს, მიიჩნევს, რომ ეს ცარიელი ფრაზებია: „პუტინი კომპრომისზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ომის გაგრძელების რისკები მისი პიროვნული მმართველობის დასრულების რისკებს გადაწონის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინმა ომი იმისთვის არ დაიწყო, რომ ის უბრალოდ დაესრულებინა. თუ პუშკინისთვის ნებისმიერი პოეზიის მიზანი იყო პოეზია, როგორც ასეთი, მაშინ პუტინისთვის ომის მიზანი თავად ომია. პუტინს ომი სჭირდება, როგორც მისი მმართველობის საფუძველი და არა როგორც პროცესი. ომი პუტინის ცხოვრების წესია“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკინი - საფრანგეთმაც და აშშ-მაც დაინახეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია
ზელენსკი ტრამპს - თქვენ და მე NATO-ში დიდი ხანია ვიმყოფებით, ან ნაჩქარევად დასკვნების გაკეთება საჭირო არ არის.
ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 13 დაიღუპა, ათობით დაიჭრა
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის პირად მტერს და ომის დანაშაულების მამხილებელს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

ამერიკელები გლოვობენ ყოფილ პრეზიდენტ ჯიმი კარტერს აშშ-ს კაპიტოლიუმში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics