|
2025-01-04 23:11:24, 1580 ნახვა
სხვადასხვა
გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილის თქმით, შალვა კეკელიამ დედამისის სიკვდილზე ტყუილი ილაპარაკა
2019 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის შვილი, მია გოგელაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას სიცრუეში ამხელს. გოგელაშვილი წერს, რომ დეკანოზმა ერთ-ერთი ქადაგების დროს, დედამისის გარდაცვალების ამბავი "თავის საკეთილდღეოდ" გამოიყენა და ამასთან დაკავშირებით, ტყუილი ილაპარაკა და მისივე თქმით, გამოგონილი ისტორია მოჰყვა. "სიტყვები აღარ მყოფნის, როგორ გადმოვცე ის ბრაზი, რომელიც მაწუხებს. დედაჩემი, ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით (კონკრეტულად მელანომით, რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არადაამიანი, ვითომ ,,მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს. ამბობს, რომ თურმე, ტელეკომპანია იმედის დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს, "თურმე” თავში სიმსივნე განუვითარდა. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრა**ბი დაიცვას. არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით თავის მრევლს აბრმავებს. ეს ,,მამაო” არის "მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება უბრალოდ არ შემიძლია). როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით. დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ - კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბოლოდროინდელი მისი ბევრი ამბავი მახსოვს, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას. შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი. ჩემ გარდა, სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა, მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ". - წერს Facebook-ზე მია გოგელაშვილი. გოგელაშვილმა პოსტს დეკანოზ კეკელიას ვიდეოც დაურთო, სადაც ის ერთ-ერთი ქადაგების დროს ამბობს, რომ ჟურნალისტ ანა მამულაშვილს 2007 წელს, TV იმედის დარბევის დროს, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რამაც სიმსივნე გამოიწვია.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)