07:40 - 04 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 17:59:11, 556 ნახვა

როგორ იქცა მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად და ურყევ ინსტიტუტად

სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურაა რომელიც ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში მთავარ პოლიტიკოსად იქცა ლი ოცნების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი ამავე პოლიტიკური ძალის თავის ტკივილად იქცა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი საერთაშორისო მხარდაჭერით და ადგილობრივების დიდინდობით სარგებლობს დღეის მდგომარეობით მას საქართველოს მეგობრები ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევენ გარჩია ამერიკის შეერთებული შტატები და მისი გავლენიანი კონგრესმენი „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი

საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე, უილსონი წერს, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მარიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე.

"სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს", - წერს კონგრესმენი.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირველი სერიოზული პოლიტიკური განაცხადი ა ქართული აქტია რომელიც მან 2024 წელს ქართული ოპოზიციის გაერთიანებისთვის მიიღო

„ქართული ქარტია“ ათზე მეტ სფეროში ითვალისწინებდა რეფორმების გატარებას. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას შეასრულებენ. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, 1 ივლისამდე მიიღონ გადაწყვეტილება, შეუერთდებიან თუ არა „ქართულ ქარტიას“.

სამოქმედო გეგმა მოიცავს ე.წ. აგენტების კანონისა და „ოფშორების კანონის“ გაუქმებას, ასევე რეფორმების ჩატარებას სასამართლოს, შსს-ს, სუსის და სხვა მიმართულებებით.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ჯერ კიდევ მაის-ივლისში დაადასტურა, რომ შეუერთდებიან საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ გეგმას სახელწოდებით "ქართული ქარტია".

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარმოადგინა გეგმა, რომელიც საარჩევნოდ "არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს". ამ ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პარტია "ახლის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მაშინ აცხადებდა რომ  სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ ტექსტში მიუღებელი არაფერია და პარტია მას შეუერთდება. „'ახალი' ქარტიას ხელს მოაწერს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ძალიან დადებითად აფასებს ქარტიის სულისკვეთებას. "აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს."

"ლელოს" წარმომადგენლის, ბადრი ჯაფარიძე ამბობდა, რომ, "ეს არის სწორედ მკაფიო გეგმა", "ლელო" აუცილებლად შეუერთდება ქარტიას, ვინაიდან ის შეესაბამება მთავარ მიზანს, რომელიც ახლა საზოგადოებას და ყველა პროევროპულ პარტიას აქვს, რომ "ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან სწრაფად და ქარტია იძლევა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის გარანტიას მისი შესრულების შემთხვევაში".

არაღიარება და ლიდერი

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას აცნობს გეგმებს, რომლის მიხედვითაც ის იქნება პოლიტიკური პროცესის სათავეში, რომელმაც ქვეყანა "ახალ საქართველომდე" და ახალ არჩევნებამდე. პრეზიდენტის თქმით, ეროვნული თანხმობა ყველა სივრცეში ფართოვდება და თვითონ აპირებს პრეზიდენტის ვალდებულება შეასრულოს იმ ვადამდე, სანამ ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი არ შეიკრიბება და შემდეგ არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი.

"მე მინდა საზოგადოებას ახლა ვუთხრა, აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც დარჩა ამ ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთი მხრივ და პოლიტიკური პარტიები ასევე და

ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ყველგან, სადაც ხართ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ერთად ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია თავის განვითარების დამოუკიდებელ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ. ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, ვინც მე მოვიწვიე.

ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი. არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, ვიდრე არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს იმას, ვინც უნდა შემცვალოს მე. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 30 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ არის ეთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და მას რეპრესიების არ ეშინია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება "პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით". პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დასაცავი არ იქნება და რომ არც ეშინია.

"ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ. ან ესაა მცდელობა, რომ ამაგდონ და მე ვთქვა: "აბა რაა".

მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ. მესმის ასევე საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ, აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს. დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე. ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები სამშობლოს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან დაამატა ისიც, რომ საქართველოში არეულობა არავის უნდა, არამედ "ვინც შეგნებულია", ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა.

"მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება. რაღაცნაირად ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური. გუშინაც იმედი ჰქონდათ და, ალბათ, ამიტომ ამდენი პოლიციელი იყო თავმოყრილი. შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია და ამიტომ უნდათ დაიჭირონ და გააუქმონ პარტიები და ა.შ. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი, სად დაინახეს. ვინც შეგნებულია, ამ ქვეყნის მომავალი როგორი უნდა იყოს, როგორი გვინდა, ვისთან ერთად გვინდა... ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად", - აცხადებს ის.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში იწვევს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რათა ერთად მოიფიქრონ ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლიდან საზოგადოების მიმართვისას ისაუბრა იმაზე, რას აპირებს მას შემდეგ, რაც ორბელიანის სასახლეს დატოვებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ახალ წელს ხალხთან ერთად შეხვდება რუსთაველზე, მანამდე და შემდეგ კი გამართავს არაერთ შეხვედრას როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი არჩევნები და ჩვენი არჩეული ღირსეული ხელისუფლება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ სხვა საკითხებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხზეც, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ისე, რომ მისი გაყალბება შესაძლებელი არ იყოს.

დეტალურად, დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს არჩევნების მოთხოვნასთან ერთად.

ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს არ არის რიტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.

არჩევნები ჩატარდება - სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი - პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს - თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ილაპარაკა იმ შეხვედრებზეც, რომელთა გამართვასაც უახლოეს დღეებში გეგმავს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ის შეხვდება:

  • ბიზნესის წარმომადგენლებს იმაზე სამსჯელოდ, როგორ შეიძლება ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება;
  • საჯარო მოხელეებს იმ გზების მოსაძებნად, როგორ დაიცვან მათ თავი რეპრესიებისგან სახელმწიფო უწყებებში;
  • ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართული;
  • რეგიონებში ხალხს, ვინც საკუთარ ქალაქებში მუშაობენ ცვლილებებისთვის და მართავენ საპროტესტო აქციებს;
  • ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს ქართველი ხალხის მოთხოვნების გადასაცემად.

ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლიდან მიმართვის ბოლოს იქ შეკრებილ ხალხთან გავიდა, სადაც მას მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს და მის სახელს სკანდირებდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაიკლ ჯონსონი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს
ბუდუ ზივზივაძე - მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას
კონგრესმენები კონოლი და ტერნერი განცხადებას ავრცელებენ და ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან
კონგრესში წარადგენენ “ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების” აქტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics