|
2024-12-31 15:27:49, 1966 ნახვა
სპორტი
2024 წელი - ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის
2024 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მართლაც რომ გამორჩეული იყო. ამ წელს ფაქტობრივად ყველაფერი პირველად მოხდა. თვალი გადავავლოთ 2024 წელს და გავიხსენოთ გამორჩეული მომენტები ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, 2024 წელს, გერმანიაში, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ზურგს კი ათასობით ქართველი გულშემატკივარი უმაგრებდა. ევროპის ჩემპიონატამდე, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ჩემპიონ ესპანეთთან (4:1) დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, თუმცა საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჯგუფურ ეტაპზე გამორჩეულად დასამახსოვრებელი თამაშით მოიპოვა: თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ (3:1), მეორე მატჩი ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა, დასკვნით შეხვედრაში კი პორტუგალია დაამარცხა (2:0). გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირობა ევრო 2024-ზე - გამორჩეული ევროპის ჩემპიონი არამარტო ნაკრებს, არამედ პირადად ჟორჟსაც ჰქონდა. ქართველმა 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა, ეს ხომ მისი საყვარელი საქმიანობაა. მან კუთვნილი ჯილდოც ჩაიბარა და მის სახლში განსაკუთრებული ადგილიც უკავია. ეროვნული ნაკრების ქვეყნაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი გადასცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს. პრეზიდენტმა ფეხბურთელების გარდა, ჯილდოები გადასცა მწვრთნელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და ნაკრების პერსონალს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატის დროს იყო - ერთიანობა, რომელიც ფეხბურთმა ერში გააჩინა. ამ წარმატებებმა ახალი საქართველო დაბადა და ხალხში სიყვარული გააჩინა. ჩეხეთის განადგურება მიხეილ მესხის სტადიონზე - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას გვაინტერესებდა, თუ როგორ ფორმაში იქნებოდა ნაკრები. მათ სახლში უხერხული მეტოქე ელოდათ, ჩეხეთი, რომელმაც ევრო 2024-ზე ძალიან გვაჯობა და 1 ქულა ზღაპარში მოვიპოვეთ. თუმცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მკვეთრად განსხვავებული სურათი ვიხილეთ. 4:1 განადგურებული ჩეხები, ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე ძალიან დაჯაბნეს. ეს ალბათ ნაკრების ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი იყო. ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, მაშინ, როდესაც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მოქმედი კონტრაქტი უსრულდებოდა, ხოლო წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველოდა, ფრანგ სპეციალისტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, ჩვენი ნაკრების 47 წლის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. 2025 წელს, ვილი სანიოლს რთული სამუშაო ექნება გასაწევი, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-გუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად: თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი/ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული ეყოლება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოსთვის 2025 წლის სექტემბერში დაიწყება. FIFA-მ 2024 წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების მდგომარეობა უცვლელია და კვლავ 68-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებმა 2024 წელი 77-ე პოზიციაზე დაიწყო და საბოლოდ წინ 9 პოზიციით წაიწია. სანიოლის გუნდმა ყველაზე მაღალი რეიტინგი კი ამა წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა, როდესაც 66-ე პოზიციას იკავებდა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)