|
2015-02-14 12:47:08, 738 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მოქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 16-დან 19 თებერვლამდე პერიოდი. რეგისტრაციის ბმული 16 თებერვალს 10:00 საათზე გაიხსნება. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 19 თებერვალს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა. ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)