14:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 09:12:14, 393 ნახვა

პოლიტიკა
კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს დღეს გამოაქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს დღეს გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ კვაჭანტირაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს

„მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახანს ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის !!!

ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.

გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღგმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!“, - წერს კვაჭანტირაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics