|
2016-02-29 14:32:51, 1103 ნახვა
სამხედრო
პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პანკისელი ახალგაზრდების ქართულ ჯარში მსახურის სურვილის შესახებ ანგარიში დღეს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურისგან, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძისგან მოისმინა. „პანკისელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად გამოვყავით დღეები და გავახანგრძლივეთ საკონტრაქტო სამსახურში მიღების პერიოდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიგვეცა ამ ადამიანებისთვის სურვილის შემთხვევაში ემსახურათ ქართულ ჯარში. ამ წუთის მდგომარეობით 33-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული. ახლა უკვე დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ შეიკრიბოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ისინი რაც შეიძლება სწრაფად ჩაებან ამ საქმიანობაში. მადლობა მინდა ვუთხრა პოლკოვნიკ ქავთარაძეს და მის ჯგუფს, რომლებმაც მთელი ორი კვირა გაატარეს პანკისში, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრნენ და ამას, როგორც წესი, გამრავლების ეფექტი აქვს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, დღეს, პანკისის ხეობაში გაცილებით მეტს აქვს ინფორმაცია ქართული ჯარის შესახებ. იმედი მაქვს, შემდეგი გაწვევისთვის უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. ხიდაშელის მიერ მიცემული პირობის შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, გიორგი ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ადგილზე უწევდნენ კონსულტაციას. საბუთების მიღების შემდეგ მსურველებს ადგილზევე შეეძლოთ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა და ფიზიკური ტესტის ჩაბარება. შერჩევის პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე დარეგისტრირებული ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან. თავდაცვის მინისტრმა ხეობაში ვიზიტისს შემდეგ პანკისელებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შეასრულა და „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „ღია კარის“ დღეზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. „დავიწყეთ სპეციალური პროგრამა პანკისის ხეობის უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი არის თავდაცვის აკადემიის მიმართულება, სადაც ღია კარის დღე გვქონდა. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გვყავდა ჩამოყვანილი იმისთვის, რომ გაგვეცნო სისტემა სრულად და ინფრასტრუქტურა თუ როგორ მუშაობს აკადემია, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის და რომ მისი კარი ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. სტუმრებს აკადემიის ისტორია, სასწავლო პროგრამები და მიღების პირობები იუნკერმა გიორგი ფერაძემ პრეზენტაციის ფორმატში გააცნო.
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)