|
2015-02-14 09:59:44, 688 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ყველა დეპარტამენტიდან სპეციალურად შერჩეულმა სპიკერებმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. შსს-ს წარმომადგენლებს მედიასა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა და ტრენერმა გიორგი კალატოზიშვილმა ჩაუტარა. „შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინტენსიურად აშუქებს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, მედიასთან ეფექტური ურთიერთობისთვის, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. აღნიშნული სახის ტრენინგები გააუმჯობესებს სამინისტროსა და მედიის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფად და სწორად მიტანას“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)