|
2024-11-26 16:04:26, 632 ნახვა
საზოგადოება
2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა - ნაწარმოებების ნაწილი პროგრამიდან სრულად ამოღებულია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2024 წლის N1449913 ბრძანებით დამტკიცებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გამოიცა, პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 26 ნოემბერს გამოაქვეყნა. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ საგანში, მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესული მასალის მოცულობა შემცირებულია. ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების დიდი ნაწილი, პროგრამაში მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“: „ლეონის თავგადასავალია“ შესული; ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“; შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედება და საგამოცდო პროგრამა მოიცავს მხოლოდ ერთ ლექსს - „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“; ასევე, შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ა.შ. შემოქმედება. უფრო კონკრეტულად კი ამოღებულია: „განდეგილი“, „აჩრდილი“ - მე-7თავი, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „სულიკო“, „ქებათა ქება“, პუბლიცისტური წერილი - „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „ბახტრიონი“ და ა.შ. გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის 2024-ისა და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს. ცვლილება შესულია ისტორიის საგამოცდო პროგრამაშიც. უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში შეტანილი იყო „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ გთავაზობთ ისტორიის 2024-სა და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)