13:00 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 10:02:12, 493 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი  დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში გაემგზავრა, სადაც 29 თებერვალსა და 1 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ოისთაინ ბოსთან,  ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ელსბეთ ტრონსტადთან და  სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან  მარიტ ნიბაკთან (ლეიბორისტული პარტია). ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება დისკუსია ნორვეგიის წამყვანი კვლევითი ცენტრის „საერთაშორისო საქმეთა ნორვეგიული ინსტიტუტი (NUPI)” მკვლევარების მონაწილეობით. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics