|
2024-10-18 11:46:03, 2892 ნახვა
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. იოსელიანის თქმით, წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. "გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238-მა ამომრჩეველმა მომართა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277-ჯერ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 4-მა პარტიამ და 2-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. არჩევნები საერთო საქმეა",- განაცხადა იოსელიანმა.
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)