|
2015-02-13 11:56:06, 570 ნახვა
პოლიტიკა
ბოგდან აურესკუ: მინსკში მიღწეული შეთანხმება უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია
მინსკში მიღწეული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია,-ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა გადაიჭრას, თუმცა აღნიშნა, რომ სამეზობლოში კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი არ სურთ. "მინსკში მიღწეული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადდგმული ნაბიჯია.შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქის ზონიდა მძიმე შეუარაღების გაყვანის თაოაბზე.რაც ძლაიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის პირველი ეტალი, რასაც შემდგომი ნაბიჯებუ უნდა მოჰვეს. კრიზის პოლიტიკური გზით უნდა გაიდაიჭრას, თუმცა ჩვენ არ გვსურს სამეზობლოში კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი ვიხილოოთ",-განაცხადა ბოგდან აურესკუმ. ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)