|
2015-02-13 10:40:34, 888 ნახვა
საზოგადოება
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტი არაორგანიზებულობის გამო, შშმ პირებმა დატოვეს
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში გუშინ კონცერტი გაიმართა. ორგანიზატორი სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ იყო. კონცერტმა მონაწილეების დამსახურებით კარგად ჩაიარა. თუმცა საზოგადოების უკმაყოფილება მისმა არაორგანიზებულობამ გამოიწვია. სპორტის სასახლესთან კონცერტზე დასწრების მსურველები 17:30 საათიდან მივიდნენ, თუმცა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წვიმაში მოუწიათ დგომა. ამასთან, დარბაზში შესასვლელად რამდენიმე კარის ნაცვლად, მხოლოდ ერთი გაიღო. „არ შეიძლება ასეთი ზედახორა იყოს. გული მწყდება ძალიან, ვხედავ საუკეთესო ხალხს, ნაღებ საზოგადოებას. 3 000 კაცი წვიმაში დააყენო, არ არის ეს სწორი, მეტი ორგანიზებულობა იყო საჭირო. თუმცა პაატა ბურჭულაძის პატივისცემის გამო, ამას ავიტანთ“, – ამბობს რუსუდან ტყემალაძე. კონცერტი პროტესტის ნიშნად შშმ პირებმა დატოვეს, რადგან მათთვის პანდუსები არ იყო მოწყობილი. სცენაზე, „არტპალასის“ პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ მაყურებელს შენობაში შესვლის შეფერხების გამო, ბოდიში მოუხადა, თუმცა ამას მათი მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. ანდღულაძე იძულებული გახდა, ბოდიში კიდევ რამოდენიმეჯერ მოეხადა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)