2024-08-14 14:08:30, 2836 ნახვა
სამხედრო
კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
![]() კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში “ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის საინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე. “მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. წელს “ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყებამ სამ ლოკაციაზე: კოჯორში - სერჟანტთა აკადემიაში, საჩხერეში - პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში - უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს. მათ სამხედრო ისტორიკოსებთან, ასევე სასულიერო პირებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. “ჯარის ბანაკის“ მონაწილეებისთვის, საპატრიარქოს ორგანიზებით, ისტორიული თემატიკის წარმოდგენებიც გაიმართა. პროექტ “ჯარის ბანაკის“ განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წელს დაიწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Reuters - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა
„სამართლიანი არჩევნები“ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას
დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას
თბილისში თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი მსვლელობა დაანონსდა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა
![]() რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|