13:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 11:19:19, 559 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი გაერთიანდება

თბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი გაერთიანდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ამით ადმინისტრაციული რესურსების შემცირება მოხდება.

„იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება, შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იქნეს მობილიზებული და გადანაწილებული - საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით. გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს! დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის! მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია - დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics