11:46 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 17:39:11, 498 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა

"მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, სიცრუეა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამის თაობაზე მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, ეს სიცრუეა. ჩვენ გადაწყვეტილებები გვექნება, თუ როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად ის მიწის ნაკვეთები გაიფორმონ, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია, ფაქტობრივად ფლობენ, მაგრამ იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო, სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics