|
2024-06-14 15:36:44, 701 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში წარმატებით განხორციელდა და გრძელდება ისეთი მასშტაბური სოციალური პროექტები როგორიცაა „ოცნების ქალაქი“, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე
აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლეს საბჭოში, 2023-2024 წლის საანგარიშო პერიოდში, სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. დასრულდა ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობის პირველი ეტაპი. 582 ოჯახი და 800-ზე მეტი ბავშვი ახალ უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. ,,წლების წინ ვთქვი, რომ ,,ოცნების ქალაქის" პრობლემის გადაჭრა იქნებოდა ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი და დღეს უკვე დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება. ნამდვილად, გულწრფელად მიხარია, რომ უკვე 582 ოჯახი შეძლებს სრულიად განსხვავებულ პირობებში ცხოვრებას. თქვენ ნახეთ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ მტრულად განწყობილმა რადიკალურმა ძალებმა და მათთან შეხმატკბილებულმა ტელევიზიებმა რამდენი ჭორ-მართალი და რამდენი სიყალბე მოიგონეს, რომ როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ ამ პროექტისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოცნების ქალაქში მაცხოვრებელ მოსახლეობას. ჩვენ როგორც ვთქვით, პირველ ეტაპზე 582 ბინა უკვე აშენებულია. ახლა უკვე მიმდინარეობს შესახლება. დღეს ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროში კოლეგები ხვდებიან 100-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს, რომ გადაუნაწილონ მათ ბინები.თქვენ გესმით, რომ ეს გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. შემდეგი კვირის ბოლომდე ყველას ეცოდინება თავისი ბინის მისამართი და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ 800-ზე მეტი ბავშვი ახალ უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას და დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვთა უფლებების კუთხით, სიღარიბის შემცირების კუთხით ეს პროექტი თავის სიტყვას იტყვის. რაც შეეხება მომავალს, იცით რომ მიმდინარე ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები მეორე ეტაპთან დაკავშირებით. ძალიან მალე აშენდება 1000-ზე მეტი ბინა და ყველა ეს ადამიანი, რომლებსაც წლების განმავლობაში, გაჭირვებაში და უღირს პირობებში უწევდათ ცხოვრება მიიღებენ საცხოვრისს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გადაწყვეტილი. კრიტერიუმები იყო საჯარო, სამართლიანი და შესაბამისად საბოლოო ჯამში არავის არ დარჩება უსამართლობის განცდა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონში პრიორიტეტად რჩება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი 132-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. გაიზარდა სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების წილი, ნაცვლად 40 000 ლარისა ეკომიგრანტი ოჯახები 50 000 ლარით ფინანსდებიან. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც ბათუმს უკავშირდება გახლავთ ავარიული სახლები. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დამტკიცდა მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". პროგრამის ფარგლებშიც 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით ბათუმში 3000 ოჯახი ისარგებლებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)