|
2024-06-14 14:36:02, 715 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა. რიჟვაძემ რეგიონში ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასული წელი იყო უპრეცედენტო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით. "4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა ტურიზმიდან ეროვნულ დონეზე და აჭარას ამ საერთო პროპორციაში მესამედზე მეტი აქვს კონტრიბუცია და შესაბამისად, ეს შემოსავლები აისახა აჭარის მოსახლეობაზე. მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ აჭარაში განხორციელდეს არანაკლებ 6 მლნ ვიზიტი. აღიარებები, რომელიც გვაქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მოგზაურთა წამყვანი პორტალებიდან და ვიზიტორების გამოკითხვის მხრიდან, არის საერთო მარკეტინგული კამპანიის ნაწილი ძალიან კონკურენტუნარიანიან დარგში. მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა ბათუმი და განსაკუთრებით ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც შეიქმნა, მუდმივად იყოს მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროპის ყურადღების ცენტრში. ქალაქი მასპინძლობს როგორც სპორტული ტურიზმის ღონისძიებებს, ასევე კორპორაციული ტურიზმის მიმართულებებს, მათ შორის ხშირად იმართება რეგიონული კონფერენციები, საერთაშორისო კონფერენციები, რაც კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებდა ტურიზმს აჭარაში. ნამდვილად შთამბეჭდავია სპორტული ინფრასტრუქტურა. ბათუმის სტადიონმა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა როგორც ფეხბურთის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, ფინალს, ასევე რაგბის მატჩებიც ხშირად იმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების კუთხით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ტურიზმის დინამიკა აჭარაში მუდმივად მზარდია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის რეგიონში 4 691 633 ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 10,4%-ით გაზრდილია. 2023 წელს, გაზრდილია ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტში რეგიონში 363 021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც +8.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი, გაზრდილია +44.2%-ით. 2023-2024 წელს აჭარამ, ბათუმმა არაერთი აღიარება და ჯილდო მოიპოვა. ევროპის პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა და ასევე, ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების ათეულში მოხვდა. INDEPENDENT-ის რეიტინგში ბათუმი ევროპის ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)