|
2024-06-07 15:27:41, 820 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას, თინათინ ზოიძემ რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „თინათინ ზოიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში მზარდ ვიზიტორების სტატისტიკას, რაც გასულ წელს 20%-იან ზრდაში აისახა. 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ აჭარაში 4’691’633 ვიზიტი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.4 %-ით არის გაზრდილი. მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც. 2024 წლის I კვ. (იანვარ-მარტი) მონაცემით ჯამში შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შეადგენს 857’944 ვიზიტს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +11%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +34%-ით. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობლობების პუპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. იგეგმება მარკეტინგული კამპანიები და სამიზნე ქვეყნებში ტარდება რეგიონის ტურისტული შესაძლებელოების საპოპულარიზაციო ღონისძიებები. აჭარის რეგიონი წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმასა და ღონისძიებაზე. აჭარის რეგიონი წარმოდგენელი იყო 23 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს, შეხვედრები და იგეგმება მედია ტურები რეგიონში. მედია ტურების ფარგლებში რეგიონს სტუმრობენ ცნობილი ბლოგერები, წამყვანი მედიისა და პრესის წარმომადგნელები. წელს უკვე განხორციელდა საერთაშორისო მედია ტურები - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სერბეთიდან, სამხრეთ კორეიდან, საუდის არაბეთის სამეფოდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან, უზბეკეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან და იტალიიდან. გრძელდება მუშაობა სერვისების გაუმჯობესებაზე. მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელის გადამზადება ხდება. მთიან აჭარაში 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)