|
2016-02-11 14:40:52, 2561 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016-2019 წლების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაინტერესებულ მხარეებთან 2016-2019 წლების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა მოაწყო. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, სტრატეგიული გეგმის პროექტი მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მახარაძემ წარადგინეს. „სამინისტრომ სტრატეგიული გეგმის შემუშავება გასულ წელს დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცების შემდეგ იქცევა სამინისტროს გრძელავადიან სამოქმედო გეგმად, რომელიც ხელს შეუწყობს უწყების ყოველწლიურ საქმიანობას. გეგმის მიზანია გამოკვეთოს პრიორიტეტები და სტრატეგიული მიმართულებები, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხელმძღვანელებს პროგრამებისა და ბიუჯეტის შემუშავებისას, აგრეთვე ინსტიტუციური განვითარების პროცესში. სამინისტროს 2016-2019 წლების ხედვა: აჭარა ჯანმრთელი და სოციალურად დაცული ოჯახებით! მისია: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ამაღლება; დასაქმების ხელშეწყობა; სტიქიის შედეგად დაზაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში ინტეგრირების ხელშეწყობა. სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები: სამედიცინო მომსახურებისადმი გეოგრაფიული ხელმისწვდომობის შენარჩუნება და გაზრდა რეგიონის მასშტაბით; სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; დაავადებათა პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნა და დროული რეაგირება; სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა გაზრდა; ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში ინტეგრირების ხელშეწყობა; აჭარის ა/რ ტერიტორიაზე უმუშევრობის შემცირების მექანიზმების ხელმისაწვდომობა და უმუშევრობის დონის შემცირება; სამინისტროს ორგანიზაციული განვითარება“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)