06:08 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 11:46:57, 220 ნახვა

კალაძე - 18-მეტრიანი 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც დამატებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას ეხება, დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის 40 ერთეულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს.  

„ჩვენ, თავდაპირველად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო, გასულ წელს მხოლოდ 160 ერთეული შევისყიდეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია - „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც მოგვაწვდის გაზზე მომუშავე MAN-ის მარკის ავტობუსებს. შესყიდული ავტობუსები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი შემოვიდა, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა ხდება, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს გაჩერებაზე დიდხანს ლოდინი არ უწევდეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, რადგან ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდილია.

ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ - გვყავდეს გამართული ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამიტომ არის ჩვენი ყურადღება მიმართული იმისკენ, რომ ეს კომპონენტი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics