05:43 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 17:01:23, 841 ნახვა

რეგიონი
ქედაში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან ტრენინგი გაიმართა

ქედაში, ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან ტრენინგი თემაზე: „აუტისტური სპექტრის გამოვლენა და ქცევის პოზიტიური მართვა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბრიდან გამოაცხადა, რომლის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

"ტრენინგს მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics