2024-04-01 16:22:32, 603 ნახვა
მსოფლიო
The Insider-ის გამოძიება - „ჰავანის სინდრომის“ კავშირი ГРУ-სთან - შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა
![]() The Insider-მა, 60 Minutes-სა და Der Spiegel-თან ერთად, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც, მათ მოიპოვეს სამხილები, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომელიც ცნობილია როგორც "ჰავანის სინდრომი" და რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული. საგამოძიებო სტატიაში საუბარია თბილისში, 2021 წლის ოქტომბრით დათარიღებულ შემთხვევაზე, რომლის სამიზნეც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის მეუღლე გახდა. როგორც გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, ქალი ქმართან ერთად, რომელიც აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო, საქართველოში 2020 წლის თებერვალში, პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობდა. ის იხსენებს, რომ ერთ დღეს, მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რის შემდეგაც თავი ცუდად იგრძნო. სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის "მერსედესი“ და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. ის იხსენებს, რომ იგივე ადამიანი 3 წლის შემდეგ ნახა, როდესაც ГРУ-ს 29155-ე ქვედანაყოფის წევრის ფოტო აჩვენეს. როგორც The Inisder-ი წერს, საუბარია ალბერტ ავერიანოვზე, 29155-ე ქვედანაყოფის დამფუძნებლის, ანდრეი ავერიანოვის შვილზე. გამოცემის ინფორმაციით, ავერიანოვს 16 წლიდან ამზადებდნენ, რათა ჯგუფის წევრი გამხდარიყო. The Insider-ი გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის ასახელებს იმას, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა "არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის სხვადასხვა ჯილდო და პოლიტიკური დაწინაურება მიიღეს. "არალეტალური აკუსტიკური იარაღი" - რუსულ სამხედრო ლიტერატურაში ეს ტერმინი როგორც ულტრაბგერით, ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება. გამოცემები, რომლებმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს, მიუთითებენ, რომ ГРУ-ს აღნიშნული ქვედანაყოფი ოპერაციებს მთელ მსოფლიოში ატარებს.
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქრო მოიპოვა
ოცნებას და ივანიშვილს მიაჩნიათ, რომ ე.წ დიფ სთეითი გაანადგურებს ევროკავშირს
Sputnik აზერბაიჯანის თანამშრომლები ბაქოში ერთამდე შემცირდება
|
რედაქტორის რჩევით
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|