|
2015-02-12 10:03:33, 632 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიდო მინისტრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "რუსეთის ანექსიური პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანასთან მის სამხედრო მოქმედებებში გამოხატული. ეს გამოხატულია იმ ოკუპაციურ პოლიტიკაში რიომელიც არის, ეკონომიკურ პოლიტიკაში, სამხედრო პოლიტიკაში, შესაბამისად, ეს ერთიან კონტექსტში მიმდინარე პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც შედეგები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, მინსკში, დახურულ კარს მიღმა გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციის თაობაზე, დაახლოებით 14 საათია მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, შეხვედრა სულ მალე დასრულდება და შესაძლოა ხელი უკრაინის კრიზისის დასასრულებლად, განახლებულ დოკუმენტს მოეწეროს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებების განმავლობაში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა და ნორმანდიის ოთხეულს საგარეო საქმეთა მინისტრები დაემატა, ასევე დარბაზი რამდენჯერმე დატოვეს უკრაინის და რუსეთის ლიდერებმა. მოლაპარაკებების გახანგრძლივების მიზეზად მხარეებს შორის შეუთანხმებელი საკითხები სახელდება. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დონბასის სტატუსს და უკრაინის ტერიტორიიდან რუსესეთის ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანას, ასევე უკრაინის ბლოკ გარეშე ყოფნას რასაც მოსკოვი აყენებს. შეგახსენებთ, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში საღამოს 8 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)