2024-03-23 13:45:09, 494 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები - მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია, - ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. "2024 წლის 24 მარტს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც, არსებული ინფორმაციით, კლანი გეგმავს, წარადგინოს მიმართვის პროექტი და მოიპოვოს მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა მათი კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან ასაცილებლად, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის ფარგლებში, საქართველო ვალდებულია, განახორციელოს მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც ასევე მოიცავს სასამართლო სისტემაში მხოლოდ წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირებისა და მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის შექმნას. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას სასწრაფოდ შეემუშავებინა ევროკომისიის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესრულების გეგმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი „დახურულად“ გამოაცხადეს. ევროკავშირმა 2024 წლის 22 მარტის საგანგებო განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, საქართველოსგან ელიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესამოწმებლი საგანგებო სისტემის შექმნას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ექნებათ საერთაშორისო ექსპერტებს. ევროკავშირმა ამავე განცხადებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს იმ ინდივიდუალურ მოსამართლეებზე თავდასხმები, ვინც კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა. ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის იდეას, ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სასამართლო სისტემაში გაბატონებული გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფიც, რომელთა კეთილსინდისიერება დიდი ხანია, ეჭვქვეშ დგას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფის მოთხოვნით გაავრცელა 11 მარტს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა განცხადება, რომელშიც მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება „ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურად“ იქნა გამოცხადებული. 24 მარტს გასამართი კონფერენციის დღის წესრიგით პირველ საკითხად განსაზღვრულია „სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა“. როგორც ჩანს, გავლენიანი მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, შეეცდებიან, კონფერენციის მონაწილე სხვა მოსამართლეების ზურგს უკან ამოფარებით, თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე, კონსტიტუციური ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოსამართლეთა კონფერენციამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის საგანგებო განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა მოსამართლის მხარდაჭერას, ვინც მზაობა გამოხატა ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის. ჩვენთვის ცნობილია მოსამართლეთა მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობა და მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი. შესაბამისად, გვსურს, შევახსენოთ მათ, რომ სასწორზე, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მეორე მხრივ კი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პირადი ინტერესები დევს. მათ პოზიციას შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ამიტომაც მოვუწოდებთ თითოეულ მათგანს, არ დაუშვათ, რომ კლანმა მოსამართლეთა კორპუსი ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად გამოიყენოს. "აღნიშნულია განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, უილსონი - პრეზიდენტ ტრამპისგან ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდეს პასუხს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა
ესტონეთსა და ფინეთს შორის სამი საკომუნიკაციო კაბელი დაზიანებულია
დადასტურებით: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს
შსს - მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 780 860-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს დახმარება მიიღო
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|