06:10 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 15:50:14, 1222 ნახვა

რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

შუახევში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიიც ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში გაიმართება, რომლის ბიუჯეტი 628 000 ლარია. პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, წისქვილის, სანიაღვრე არხისა და შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა დაასახელეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 მარტამდე გაგრძელდება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics