21:10 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 21:43:24, 1214 ნახვა

პოლიტიკა
„დროა“ - ვოლსკი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდება - რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ

"ვოლსკი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდება, განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობებს", - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროა" ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს.

როგორც "დროას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და დავით ხიდაშელი განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს :

  • აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
  • პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
  • საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
  • ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;

2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;

3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;

4. “რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული” - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;

5. “7 კომპანიაა და 20% დღგ” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;

6. “მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი.” - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;

7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;

8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერს "დროა" სოციალურ ქსელ Facebook-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics