|
2024-02-29 13:39:27, 1562 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აჭარის 317 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. რიჟვაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები. "აქტიურად ვიწყებთ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას. ამ მიმართულებით 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები. თითოეულ სოფელში, 317 სოფელს მოიცავს აღნიშნული პროგრამა. განხორციელდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი სისტემების, საირიგაციო, სამელიორაციო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწესრიგება, ახალი სკვერები დაემატება სოფლებს. ასევე დაგეგმილია ახალი წისქვილების მშენებლობა. ამ მიმართულებით 5 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, დაიხარჯება 4 მლნ ლარზე მეტი", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლო მომავალში დაიგეგმება საგაზაფხულო სამუშაოები, გატარდება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, გამხორციელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა. "უკვე ვგეგმავთ ნაადრევი საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებას. წელსაც იმოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხვნა-თესვის პროგრამა. აქტიურად ვიმუშავებთ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენ მცხოვრებს, რომელსაც გააჩნია საკუთარი მეურნეობა, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის ზიანი, რომელიც ამ დარში, მათ შორის ფაროსანას და სხვა რისკებიდან გამომდინარე არსებობს. ამ მიმართულებითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმუშავეს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში", - განაცხადა აჭარის მეთაურმა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)