|
2024-01-18 14:12:49, 1931 ნახვა
საზოგადოება
„წამების პრევენციის კომიტეტი“ „ვივამედში“ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს
„ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი" (CPT) კლინიკა "ვივამედის" დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ, ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, კლინიკა პაციენტებს შესაბამის თერაპიულ გარემოს ვერ სთავაზობს. ანგარიშში მოხსენიებულია საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, როგორც პაციენტი C-ი. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. "ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო, რაც ჯანდაცვის დაწესებულებისთვის მოსალოდნელი იყო. პაციენტების ოთახები იყო ფართო (მაგალითად, ერთადგილიანი ოთახი, დაახლოებით, 15 კვ.მ, ორადგილიანი ოთახი, დაახლოებით, 40 კვ.მ და ექვსსაწოლიანი ოთახი, დაახლოებით, 60 კვ.მ), კარგად მოვლილი და სუფთა. ბატონი C-ს მიერ დაკავებული ფართი იყო განსაკუთრებით დიდი, ოთახი და საძინებელი საერთო ჯამში, დაახლოებით, 20 კვ.მ, ამას ემატებოდა სრულად გამოყოფილი აბაზანა. ვენტილაცია და ხელოვნური განათებაც კარგი იყო. გარდა ამისა, პაციენტებს ჰქონდათ შეუზღუდავი წვდომა კარგი ხარისხის ტუალეტებზე, სააბაზანოსა და შხაპზე, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ, სთავაზობდნენ პირადი ჰიგიენის ნივთებს. თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს, თუმცა, ეს არ ეხებოდა C-ს ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავისი 2023 წლის 12 აპრილის წერილში, ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ C-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. C-ს ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი). განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას აძლევს, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. მხოლოდ ბატონ C-ს ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე. სხვა პაციენტებს მხოლოდ ძალიან პატარა ბიბლიოთეკიდან ჰქონდათ (ან სახლიდან) წიგნებზე წვდომა და არ ჰქონდათ ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა. არცერთ პაციენტს არ ჰქონდა გარე ვარჯიშის ან გასეირნების საშუალება, რადგან კლინიკას არ აქვს ეზო. ეს სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას იმ პაციენტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც „ვივამედის“ კლინიკაში მხოლოდ რამდენიმე დღით რჩებოდნენ (ჩვეულებრივი ყოფნის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან ორ კვირამდეა), მაგრამ რამდენიმე (სულ მცირე სამი) პაციენტი კლინიკაში ბევრად მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, მათ შორის ერთი პაციენტი ხუთი თვე და მეორე (ბატონო C-ი) ცხრა თვეზე მეტი ხნით. ფაქტი, რომ აღნიშნული პაციენტები სუფთა ჰაერზე, მზის შუქზე გასეირნებას და ნებადართულ ფიზიკურ აქტივობებს მოკლებულნი იყვნენ, არა მხოლოდ დამთრგუნველი, არამედ ანტითერაპიულიც იყო. გარდა ამისა, ზოგიერთი პაციენტი მხოლოდ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და ყველანაირი კომუნიკაციის შესაძლებლობას, ხანდახან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მოკლებული. ეს უშუალოდ ეხება ბატონ C-ს, რომლის რეჟიმი სამარტოო საკანის რეჟიმს ჰგავდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში. კომიტეტის აზრით, დაცული პალატების მართვა უნდა დაექვემდებაროს კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რათა საშუალება ჰქონდეთ, შექმნან თერაპიული და ნდობაზე დაფუძნებული გარემო, ხოლო ფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრები მუდმივად არ უნდა იმყოფებოდნენ დაცულ პალატებში; მათი იქ ყოფნა გამართლებული უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში იმ რისკით, რომელსაც კონკრეტული პაციენტები წარმოადგენენ, ეს რისკი კი, სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა და კლინიკა მკაცრი რეჟიმის პალატების ფუნქციონირების წესის რეკომენდაციას გასცემს. "სერიოზული ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. პრინციპში, როდესაც საჭირო იყო, კლინიკას შეეძლო ასეთი სპეციალისტის მომსახურეობის მიღება კლინიკის მიღმა კონსულტანტებისგან, მაგრამ პაციენტის სიტუაცია იძლევა მტკიცებულებას, რომ პრაქტიკაში ამან კარგად არ იმუშავა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებში შესვლის სურვილის გარეშე, ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზება, საუკეთესო შემთხვევაში აშკარად იყო მწირი და სპონტანური. კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, გადაიდგას ნაბიჯები ფსიქიატრიულ დახმარებასთან წვდომის გასაუმჯობესებლად პატიმრებისთვის, რომლებიც "ვივამედის" კლინიკის მკაცრი რეჟიმის პალატებში არიან გადაყვანილი", - აღნიშნულია დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოცემულია საქართველოს მთავრობის პასუხიც: "პაციენტ C-ს მკურნალობაში მედიკოსები სხვადასხვა სფეროდან არიან ჩართული. ექიმების მიერ გამოწერილი ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა ეთანხმება კონკრეტული დაავადებებისთვის გაწერილ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი C-ი არაერთხელ ამბობდა უარს ფსიქოლოგსა თუ ფსიქიატრთან კონსულტაციაზე. "წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" ვიზიტის შემდეგაც კი, პაციენტ C-ს შესთავაზეს ფსიქიატრის მკურნალობა. მას ასევე ჰქონდა თავისუფლება, თვითონ აერჩია ფსიქიატრი მკურნალობისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ უარი თქვა, დროის უქონლობაზე მითითებით". "კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები იყო გადამეტებული, რაც შეუთავსებელია თერაპიისთვის გარემოს შექმნასთან. კერძოდ მე-5 სართულზე, პროცედურები უტოლდებოდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის. ამან კი, ძირი გამოუთხარა მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. ეს სავალალო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა წესებმა, რომელიც არეგულირებს პაციენტთა სამედიცინო მონაცემებისადმი მოპყრობას. პაციენტების თანხმობას მოითხოვდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაცია მათი ადვოკატებისთვის მიეწოდებინათ, საპირისპირო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარებასთან წვდომაზე იღებდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რაც იმ პრინციპის აშკარა დარღვევაა, რომლის თანახმად, არასამედიცინო პერსონალს მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ უნდა მიეწოდოს მკაცრი მოთხოვნის აუცილებლობის საფუძველზე", - ვკითხულობთ ანგარიშში. რაც შეეხება მთავრობის პასუხს, მასში აღნიშულია, რომ "ვივამედში" ყველა პატიმრის სამედიცინო კონფიდენციალურობა სათანადოდ დაცულია. ნებისმიერი განცხადება მედიაში პაციენტი C-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა ბრალდებების საპასუხოდ, არასათანადო მოპყრობისა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ". "რამდენიმე ბოლოდროინდელ შემთხვევებთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა მედიისთვის კლინიკის ექიმებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან იუსტიციის სამინისტროს პერსონალის მიერ პაციენტ სის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობასა და შეთავაზებული თერაპიის მიმართ მიდგომაზე, აშკარად მისი წინასწარი თანხმობის გარეშე. ეს წარმოადგენდა სამედიცინო კონფიდენციალურობის მორიგ უხეშ დარღვევას", - წერია ანგარიშში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)