|
2023-11-21 12:41:49, 1016 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხაზარაძეზე - თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა
მას, მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერევა ვაშინგტონი მოსკოვში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა. როგორ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხაზარაძე ქართველების "დასაბეზღებლად ჩავიდა", შემდეგ კი ამით "თავს იწონებდა". "თუკი, ვინმე არიან რუსული სტილის პოლიტიკოსები საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან "ლელოს" ლიდერები. ჩვენ ვნახეთ ბ-ნი მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, რომ სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას, მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერევა ვაშინგტონი მოსკოვში. ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და საჯაროდ თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, ყველაფერი მოვყევი ქართველებზეო დაასანქცირებს ამერიკა ქართველებსო. აი, ასეთ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთში ერევათ. თავისი წარსულიდან გამომდინარე, ჰგონიათ, რომ ცენტრში უნდა ჩავიდნენ, რომ იქ დააბეზღონ კონკურენტები - როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე, საბჭოთა პერიოდში, მოსკოვში რომ აბეზღებდნენ, რათა კარიერა გაეკეთებინათ. ვაშინგტონში კონკურენტები დააბეზღო და სანქციები მოითხოვო - ეგ ერთი და მეორე - მოითხოვო მხარდაჭერა ცენტრიდან იმისთვის, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთო საქართველოში. ამ ადამიანებს არანაირი ერთგულება საკუთარი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად, დღეს იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად. ქართველ ხალხთან მათ კავშირი საერთოდ არ აქვთ",- განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" 9-პუნქტიან გეგმაასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. "ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, ერთ რამე შეიძლება გარანტირებულად ვთქვათ, ეს არ არის ინიციატივა, რომელიც ქართველი ხალხიდან მოდის, ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება",- აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 20 ნოემბერს პარტია "ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით, "საქართველოს დაცვის აქტი" 9 პუნქტისგან შედგება, რომლის მიზანსაც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)