19:25 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:00:46, 727 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ღირსეული ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი

ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგული პრესისთვის მიცეულ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უანგარო ქველმოქმედების გარდა, ივანიშვილის "უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი" 2012 წელს მისი პოლიტიკაში ჩართვა იყო.

„ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი. ის არის ადამიანი, რომელმაც უამრავი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, უამრავ ოჯახს, არაერთ ადამიანს დაეხმარა. ეს იყო სკოლების რეაბილიტაცია-განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. არ ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.

ეს იყო მისი უანგარო ქველმოქმედება და დღესაც აგრძელებს ეს ადამიანი საქველმოქმედო საქმიანობას. თუმცა, მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა იყო, რადგან მან მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და დაამარცხა ის ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics