|
2023-11-14 16:27:18, 673 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბარიერი არ დაიწევა - პარტია, რომელიც 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის
ბარიერი არ დაიწევა - ერთი, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც გვქონდა საუბარი - ეს ორი და მესამე - პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, საარჩევნო მარათონი პარტიებს შორის უნდა გაიმართოს და "არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის". „კარგია, რომ მიდასტურებენ, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომ ირაკლი კობახიძემ ეს განაცხადა 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ეს 2022 წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, არ მოხდა, ჩვენ ერთი წლით გადაგვივადდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ეს ერთი და მეორე - ნახევარზე მეტ ევროპის ქვეყნებში არის და ამავდროულად წარმატებულ პრაქტიკად მიიჩნევა 5%-იანი ბარიერი. ეს ბარიერი ვინმეს ახირება კი არ არის ევროპის ქვეყნებსა და ცივილიზებულ სამყაროში, ეს არის დამაბალანსებელი, დამზღვევი როგორც პრაქტიკულ, პოლიტიკურ, ასევე მეცნიერულ, იურიდიულ დონეზეც. ასევე, დამზღვევი იმისა, რომ იყოს ბალანსი პლურალიზმს, წარმომადგენლობის ხარისხსა და სტაბილურობას შორის და მიიჩნევა, რომ 5%-იანი ბარიერი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ამას და არ არის 7, 10 და 15 და არც არის 2, თუმცა, 2 და 3 არის სამ-ოთხ ქვეყანაში. არანაირი ვალდებულება აღარ გვაქვს და არანაირი დათქმა არ ითვალისწინებს ამას, შესაბამისად, გავყვეთ იმ პრაქტიკას, რომელიც სწორად არის მიჩნეული ევროპის, ევროკავშირის უფრო მეტ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარიერი არ დაიწევა - ერთი, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი - ეს ორი და მესამე - პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის. საარჩევნო მარათონი უნდა გაიმართოს პარტიებს შორის და არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის, რომელთაც არ აქვთ იმის იმედი, რომ მიიღებენ 90-დან 100 ათასამდე ხმასაც კი, ეს არის მაქსიმუმი, რაც 5%-იანი ბარიერის გადალახვას უნდა და გამალებით დღის წესრიგში დებენ ბარიერის თემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად არ არიან პარტიები და ამის იმედი ელემენტარულად არ აქვთ“,- თქვა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)