|
2023-11-14 13:05:46, 775 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 8 ნოემბერი იყო შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის - წყალში ჩაეყარათ გეგმები, რომლებსაც სტატუსს უკავშირებდნენ
8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები "ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა, ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა", როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. „ჩვენ პირველად ვიკრიბებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ყველას მინდა მოგილოცოთ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მინდა შეგახსენოთ, რომ საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ 20 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაღვივდა ქვეყანაში პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ საკითხს, რომელიც წესით გაერთიანების საფუძველი უნდა ყოფილიყო, ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა ამისთვის, ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ ამ საკითხის გარშემო ემოციები საზოგადოებაში. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო. ასევე შეგახსენებთ, რომ ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, იყო რევოლუციის მცდელობა, პირდაპირ, გასული წლის ივლისში, თუმცა, ყველა ეს მცდელობა, საბოლოო ჯამში, დასრულდა წარუმატებლად. ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა, ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)