|
2023-11-09 13:01:35, 744 ნახვა
პოლიტიკა
კოკოითი - თბილისელ პროვოკატორებს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია ხელში ჩაუვარდათ
დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები, "სასაზღვრო სამსახურის წესდებისა და რეგულაციების სრული დაცვით", საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ. კოკოითი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ე.წ. მესაზღვრეებს "საქმის შესანიშნავად შესრულებისთვის" მადლობას უხდის. "მთელი ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა ღირსეულად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა სასაზღვრო სამსახურის წესებისა და რეგულაციების სრული შესაბამისობით. ხაზს ვუსვამ მაღალ პროფესიონალიზმს. რუსები "სამხრეთ ოსეთში" სახელმწიფოთაშორისი თანხმობით იმყოფებიან, ყველაფერი საერთაშორისო წესების ფარგლებში და მათი სრული დაცვით მოხდა. ჩემგან პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომ საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ",- წერს კოკოითი. როგორც ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, საქართველოში "ოსი და რუსი მესაზღვრეების" პირადი ინფორმაცია გავრცელდა. "როგორც იცით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდათ. თუ როგორ და საიდან, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტრის სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობს და საკუთარ ხალხს ღალატობს... ქართველი რადიკალები ინტერნეტში ავრცელებენ "სამხრეთ ოსეთში" მყოფი რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ინფორმაციას. ასეთი ბილწი ქმედებებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. მათ, ვინც მოაგროვეს ეს ინფორმაცია, იცოდნენ, რომ არც ჩვენებს, არც რუს მესაზღვრეებსა და არც მათ ოჯახის წევრებს არ დავაჩაგრინებთ",- წერს კოკოითი Telegram-ზე. ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ე.წ. საზღვართან თბილისის მხრიდან "პროვოკაციებს" სისტემური ხასიათი აქვს, რაც მიზნად "სიტუაციის გამწვავებასა და დაძაბულობის კერის შექმნას" ემსახურება. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)