01:11 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 17:56:19, 729 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი დღის მიღწევა, ივანიშვილსა და მის გუნდს გარდამტეხი ცვლილებები რომ არ მოეხდინათ

ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი,  ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის დღევანელი რეკომენდაცია წამახალისებელია და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ევროპელ მეგობრებთან კოორდინაციას გააგრძელებს. 

"ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, რომ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით. 

ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ დასრულდება 1 და 2 წელში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია სჭირდება და ჩვენი მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების ეფექტიანი მმართველობა და იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წელია ვახორციელებთ ქვეყანაში", -  განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics