03:43 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 14:11:11, 863 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ბერბოკის განცხადებაზე - ევროკავშირის გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია

გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას.

პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. 

"ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics