|
2023-10-24 22:12:36, 697 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - გამოჩნდა EED - ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს
ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მალავდა, რომ მას ჰქონდა EED-ის დაფინანსება. „ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთი მხრივ ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება და საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს. ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია [GDI] მალავდა, რომ ჰქონდა ამ ორგანიზაციის EED-ის დაფინანსება, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ ასეთი პროექტები აქვს, აღიარეს, რომ აქვთ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება. ეს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია, როდესაც ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირის ამ ფონდის დაფინანსებას იღებს „დროა“, რომელიც არის არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო. ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდანაც გვქონდეს განმარტებები, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან გვქონდეს განმარტებები რასთან გვაქვს საქმე. ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელიც ფიქრობენ, რომ არის სწორი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)