|
2015-02-10 18:22:09, 558 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ორი ახალი სამუშაო ჯგუფი იქმნება
არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ, ასევე საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფი ამოქმედდება. საკითხი დღეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის თანახმად, კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც კომიტეტის წევრი დეპუტატები იმუშავებენ. ერთი ჯგუფი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების, მეორე კი საკუთრების უკანონო ხელყოფის საქმეებზე, კომიტეტში 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე შემოსულ ყველა იმ საჩივრის სისტემატიზაციას მოახდენს, რომელიც ეხებოდა არაადამიანური მოპყრობის, წამების და საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებს. კომიტეტი ამ მასალებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასებით გადასცემს მთავარი პროკურატურის ახლად შექმნილ დეპარტამენტს - შესაბამისი რეაგირებისათვის. "მიზანი ის არის, რომ მოხდეს სისტემატიზაცია მთლიანი რეესტრი რ აც გვაქვს, მონაცემთა ბაზა დამუშავდეს, დახარისხდეს, რა სახის ხელყოფის ფაქტები იყო საკუთრების ჩამორთმევის, შემდეგ მოხდება ამ მონაცემთა შედარება საგამოძიებო უწყებებთან არსებულ ინფორმაციასთან, რომელთა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია, რომელზეც საერთოდ არ არის ინფორმაცია, აუცილებელია, კომიტეტმა რეგლამენტის თანახმად დადოს სამართლებრივი შეფასება, რეკომენდაციები კონკრეტული რეაგირების და ამ დაღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე. პოლიტიკური ნებაა, რომ ამ ფაქტებზე მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ უნდა მივეხმაროთ ამ პროცესს, მთავრობას, რომ ეს მასალა, რომელიც უკვე არსებობს სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს",-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)