13:06 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 14:36:11, 646 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ენმ-ის პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც სამარცხვინო ქმედებაა

რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია. საოცარი განცხადება გააკეთა მან გუშინ,  რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უთხრა, უფრო ძლიერი  სურათისთვის მე მარტო დავრჩები აქ და თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ „კარწინკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ  ერთხელ დადასტურდა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით "არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და მათ აქვთ სრული კოორდინაცია".  

„სალომე ზურაბიშვილი დავიდა „ნაცმოძრაობამდე“. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ, სამარცხვინო ქმედებაა.  მოვუწოდებ მას, თავს ნუ ისაწყლებს მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარებით, ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა პრაქტიკულად არის თითქმის ნულის ტოლი, მან ხომ თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და „ნაცმოძრაობა“ ბუნებრივია, მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე უწოდებდა აგენტს, რეზიდენტს, მოღალატეს. ეს ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება?  გამოდის, რომ ან ატყუებდნენ 2 მილიონ ამომრჩეველს თავის დროზე, როცა ასე მოიხსენიებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ან დღეს სხვა რამეს იტყუებიან. ერთიც და მეორეც სათაკილო ამბავია და „ნაცმოძრაობას“ ძალიან სწორად ახასიათებს ეს ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
პენსი - სანქციების მოხსნა წარმოადგენს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მემკვიდრეობისა და აშშ-ს ლიდერობის ღალატს
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics