|
2023-10-15 10:35:31, 743 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - დიახ, პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია
გადაწყვეტილება შინაარსობრივად მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კონსტიტუციის მთავარი გარანტი ხდება კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი, ამას შესაბამისი შეფასება მოყვეს". „სამდღიანი პროცესის შემდეგ საზოგადოებამ უკვე გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ნათლად და მარტივად დაინახა, ვინ და რატომ არის კონსტიტუციის დამრღვევი, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი და ახლა ამას უკვე უნდა მოჰყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ორშაბათს, ვინაიდან დღეს იწურებოდა რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა და შესაბამისად, პირველი სამუშაო დღე არის ორშაბათი და ორშაბათს იქნება ეს საზოგადოებისთვის ცნობილი. რასაც ჩვენ ვუყურებდით, ელემენტარულ ლოგიკას მივყავართ აქეთკენ, რომ გადაწყვეტილება შინაარსობრივად მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, რომ დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, რომ მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იონათამიშვილის თქმით, "ოპოზიციამ საუკეთესოდ მოახდინა მთელი თავისი მანკიერი და ოდიოუზური მხარის ლუსტრაცია". „ჩვენ თავიდანვე ღიად ვთქვით, რომ არავისთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებდით, არ ვაწარმოებთ და ამ პრინციპის ერთგული ვრჩებით. ოპოზიცია რასაც ამბობს მთელ ამ პერიოდში, საუკეთესოდ მოახდინა მთელი თავისი მანკიერი და ოდიოუზური მხარის ლუსტრაცია. ხომ ამბობენ, თითქოს ისინი არ ეთანხმებიან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ, რეალურად ისინი მხოლოდ იმ პროცესზე საუბრობენ, რომელიც დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უკვე ცნობილი იქნება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. მაგის მერე რა უნდა მოხდეს, მარტო იმ თემაზე ლაპარაკობენ, აქაც აღიარებენ და მათაც კარგად იციან, რომ სინამდვილეში, ცხადია, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დამრღვევი“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)