|
2023-10-13 14:45:15, 724 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე აშშ-ის ელჩზე - ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება
მე პირადად ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩზე, რობინ დანიგენზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ მიზეზების შესახებ, რატომ ჰქონდა მმართველ პარტიას კრიტიკული შენიშვნები კელი დეგნანის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. კობახიძე იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი "განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებას მყარი ნდობა გააჩნდეს". „ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის "კუდებსაც" ვხედავთ - იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. საუბარი იყო პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე და ამ დროს, ონკოლოგიური დაავადების ბავშვების მშობლები საერთოდ რა შუაში იყო განცხადებაში - ცინიკურიც კი იყო ეს განცხადება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში და არა მარტო ეს: იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა - გახსოვთ მოსამართლის დაბარება, წარმოუდგენელი ფაქტი. იგივე კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ეს მდიდარი ენჯეოები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ე.წ. „პივიტის“, პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება და ა.შ. ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ, რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში, რაში იყო ეს ადამიანი ჩართული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში, განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს საელჩო",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)