|
2023-10-08 19:49:52, 2572 ნახვა
სხვადასხვა
ომმა ისრაელში შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნილება ოქროზე და გააძლიეროს დოლარი - Reuters
ისრაელში ბრძოლამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა ოქროზე, ობლიგაციებსა და სხვა უსაფრთხო აქტივებზე, რადგან ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, რათა შეაფასონ გეოპოლიტიკური რისკი ბაზრებზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მზარდმა გეოპოლიტიკურმა რისკმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი აქტივების შეძენა, როგორიცაა ოქრო და დოლარი და პოტენციურად გაზარდოს მოთხოვნა აშშ-ს ხაზინაზე, აცხადებენ ანალიტიკოსები. "ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ სჭირდება ხალხს ოქრო თავიანთ პორტფელებში. ეს არის იდეალური ჰეჯირება საერთაშორისო არეულობისგან. ყოველ ჯერზე, როცა საერთაშორისო არეულობა ხდება, დოლარი მყარდება", - თქვა პიტერ კარდილომ, Spartan Capital Securities-ის მთავარმა ბაზრის ეკონომისტმა. Annex Wealth Management-ის მთავარი ეკონომისტის ბრაიან იაკობსენის თქმით, ისრაელის მოვლენები აუცილებლად მოახდენს გავლენას გლობალურ ბაზრებზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ბრძოლა და ჩაერთვება თუ არა სხვა სახელმწიფოები კონფლიქტში. აღნიშნულია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ბაზრები ელოდნენ, რომ აშშ საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალი დარჩებოდა. შეგახსენებთ, რომ შაბათს ისრაელის ტერიტორიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელეს პალესტინის დაჯგუფება ჰამასის ბოევიკებმა. დასავლეთის ქვეყნებმა, შეერთებული შტატების მეთაურობით, დაგმეს თავდასხმა და პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ისრაელს. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კატეგორიულად გმობს პალესტინის ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის (HAMAS), რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს, ისრაელის ქალაქებზე თავდასხმებს, მათ შორის ათასობით რაკეტის გასროლას, დაიღუპა ათობით ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით დაშავდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)