16:34 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 15:31:16, 598 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საუბრობენ ჩვენი და ენმ-ის ალიანსზე, როცა გახარიას და „ნაცმოძრაობას“ კოალიცია აქვთ ჩამოყალიბებული ოთხ მუნიციპალიტეტში - ჩვეულებრივი მატყუარები არიან

ჯერ დაშალოს გახარიამ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და მერე ილაპარაკოს სხვა რაღაცეებზე. ისინი ალიანსში არიან ერთმანეთთან, სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტიაა „ნაცმოძრაობა“, გახარია, „ლელო“ და ა.შ. ჩვეულებრივი აგენტურაა, უცხოელი აგენტები არიან, საერთო პატრონი ჰყავთ, - ამის შესახებ   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის სრული ალიანსია. 

„ეს არის ჩვეულებრივი თამაში, სინამდვილეში აქ არის სრული ალიანსი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას - „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე სრული ალიანსია პარტია „ნაცმოძრაობასა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ პარტიას - გახარიას პარტიას შორის. ეს გადალაპარაკებები და შელაპარაკებები არის საზოგადოებისთვის საჩვენებლად, თითქოს მათ არ აქვთ ალიანსი, საზოგადოება ყველაფერს ხედავს.  ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, არიან ჩვეულებრივი აგენტურა, აგენტები რომლებიც პირდაპირ არიან დაპირისპირებული ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.  არაფერი განსხვავება არ არის ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილს და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics