18:44 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 18:21:34, 669 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი - გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებს შეხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს, ლავროვმა დადო პირობა, რომ რუსეთი გაზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, ვინც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის 2024-25 წლის კონსულტაციების გეგმებს.

"კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშორისო პლატფორმაზე თანამშრომლობას. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ", - განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics