21:37 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 23:45:57, 832 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ივანიშვილზე - ეს კაცი ვერ გაიცნეს, სამშობლოსთვის საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო ​

მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, გვაშინებენ ყოველდღე. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე   სამშობლოსთვის 2011 -12 წლებში და ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება მეგობრულთან ერთად, მომთხოვნიც არის, "ოპონენტები კი ცდილობენ, რომ ეს რუსულ ნარატივად წარმოაჩინონ".

"დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და  ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რითი უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება.  წეღანაც ვთქვით, ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics